იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტოვებს თავის პარტიას, რომელსაც არ სურდა უკრაინის მხარდაჭერა

22 ივნისი 2022, 09:01 452 ნახვა

უკრაინის საკითხთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობის გამო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი პარტია დატოვა.  მისი თქმით, უკვე  დღეიდან  პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა“ აღარ იქნება ქვეყნის პარლამენტში პირველი ძალა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში შეიქმნება ახალი საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც მარიო დრაგის მთავრობას დაუჭერს მხარს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში