სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა

21 ივნისი 2022, 19:16 811 ნახვა

შუახევში სოფელ ცხემლისში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლის სახლს უტარდება რეაბილიტაცია, ეწყობა  გარე განათების ქსელები,  დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ბილიკები, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები. რეაბილიტირებულ  ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდება მერიის  წარმომადგენლების  კაბინეტები, რომლებიც თემებში არიან დასაქმებული.  მიმდინარე წელს  შუახევის მერია  რამდენიმე სოფლის ცენტრის მოწყობას გეგმავს , რისთვისაც ბიუჯეტში 900 ათას ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი