კომუნიკაციების კომისიამ და მედიალაბმა ახალგაზრდებისთვის მესამედ გამოცხადებული მედიაწიგნიერების გლობალურ ჰაკათონში გამარჯებულები დააჯილდოვეს.
ჰაკათონი იუნესკო-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის ძირითად თემებს ხელოვნური ინტელექტი, დეზინფორმაცია, ციფრული წიგნიერება და კიბერუსაფრთხოება წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ 3 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
