მდინარე ჭოროხში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს 

21 ივნისი 2022, 16:31 10033 ნახვა

მდინარე ჭოროხში მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც დინებამ გაიტაცა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ჯართს აგროვებდა და მდინარეში თოკით იყო შესული. 

''მეგობრებთან ერთად იყო. უკვე გამოსვლას აპირებდა, როცა დაიძახა, რომ თოკისთვის ხელი გაეშვათ. სავარაუდოდ, ამ დროს ფეხი დაუცურდა და გონება დაკარგა. ცურვა იცოდა, ამიტომ ნაპირთან გამოსვლა არ გაუჭირდებოდა'' - ამბობენ თვითმხილველები. 

გარდაცვლილია 30  წლამდე ასაკის მამაკაცი. 

მაშველებმა ცხედარი ნაპირთან ახლოს, 150 მეტრის რადიუსში იპოვეს. კაცს ტანზე თოკი ჰქონდა დამაგრებული. 

ახლობლების წინააღმდეგობის მიუხედავად გარდაცვილი პროზექტურაში გადაასვენეს

მდინარის პერიმეტრზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ბრიგადა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა.

შემთხვევის ადგილას იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს გამოძიება. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში