24 ივნისის ევროკავშირის გადაწყვეტილება, ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინება და გუშინდელი აქცია – სწორედ ამ საკითხების შეფასებით დაიწყო პარლამენტში პლენარული სხდომა.
ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა გუშინ დაამტკიცეს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა, მეორე მხრივ კი ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ არ დაუშვებენ, რომ "ევროპული მომავალი მიითვისოს.
დეოლიგარქიზაციაზე აკეთებენ აქცენტს ოპოზიციის წარმომადგენლები. ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ ქვეყანას არა მხოლოდ პრემიერი, არამედ პრემიერის პრემიერიც მართავს.
მმართველი გუნდი კი ისრებს ოპოზიციისკენ ისვრის, აცხადებენ, რომ ოპოზიცია არაფერს აკეთებს დეპოლარიზაციისთვის. „დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა და პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, მაგრამ ბოლოს გაახმოვანეს „ბაკურიანის გეგმა“, რომელიც ქვეყნის წალეკვას ითვალისწინებს - სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.