ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

21 ივნისი 2022, 15:30 887 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 482 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 650 კვლევა ტესტით, მათ შორის 72 494 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 156 PCR ტესტით.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით,  უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია - 0.78%. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი