აქციის ორგანიზატორებმა გაახმოვანეს ''ბაკურიანის გეგმა'', სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს - კობახიძე 

21 ივნისი 2022, 13:27 606 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქციის ორგანიზატორებმა დიდი ხანი ითმინეს, თუმცა ბოლოს მაინც გაახმოვანეს ''ბაკურიანის გეგმა''.

,,პირდაპირ გეტყვით, სააკაშვილისა და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული'' - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით საუბრისას.

კობახიძემ თქვა, რომ აქცია '' ნაციონალური მოძრაობის'' მიერ იყო ორგანიზებული.

„ეს იყო, დამატებით მოგახსენებთ, ,,ბაკურიანის გეგმის'' შემადგენელი ნაწილი. ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა ეს გეგმა წარუმატებლობისთვის არის განწირული. ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ ბაკურიანის შეკრების მონაწილეებს, მათ ჰქონდათ, საზოგადოება ამით უნდა დაინტერესდეს, რატომღაც მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატურის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოჰყოლოდა აქციები, არეულობა და ამ გეგმის ბოლო წერტილი არის ომი. ეს გეგმა ძალაშია, თუმცა ჩვენ არავის მივცემთ ამ გეგმის აღსრულების საშუალებას.

რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს, გუშინ ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც ვიდრე გუშინ იყო გამოსული. გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის სამი მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას და ეს არის საქართველოს 85%“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

20 ივნისს აქციაზე ,,შინ ევროპისკენ'' ორგანიზატორებმა მანიფესტი წაიკითეს და ახალი სახალხო მოძრაობის შექმნა დააანონსეს, რომელიც ყველა სფეროს წარმომადგენელს გააერთიანებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში