ქართველები ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია - პრემიერი

21 ივნისი 2022, 11:10 609 ნახვა

‘’ქართველები ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია. უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები’’ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყატარში ეკონომიკურ ფორუმზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მსგავსად ბევრი ქვეყანა მოიქცა.

''რა თქმა უნდა საერთაშორისო-ფინანსური სისტემების წევრი ვართ და სანქციებთან დაკავშირებით რეაქცია იყო ადეკვატური. ჩვენ საჯაროდ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ინდივიდუალურად კომპანიებს არ ექნებათ სანქციებისგან თავის არიდების საშუალება. ერთ-ერთი მათგანი იყო ''ვითიბი'' ბანკი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მთავრობასთან ერთად, ერთ კვირაში მართა ეს საკითხი. 

პარალელურად მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ ქართველები ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს. ძალიან ბუნებრივი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია, უსაფრთხოების და ეკონომიკური გამოწვევები. ეს არის ჩვენი მოტივაცია. 

საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც არ დაუწესა ეროვნული ეკონომიკური  სანქციები რუსეთს, საფრთხეების და სისუსტეების გამო.

მე. როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა პოლიტიკურად ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან, ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით. ეს არის ჩვენი პოზიცია. 

მაგალითად მოლდოვა ავიღოთ, კიდევ ერთი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში. მან არ დაუწესა ეკონომიკური სანქციები რუსეთს, ძალიან ბუნებრივი მიზეზების გამო'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი