საქართველოს პრეზიდენტი ევროპელ კოლეგებს წერილს უგზავნის, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის ბოლო არგუმენტები იქნება ასახული, გადამწყვეტ ევროპული საბჭოს სხდომამდე. სალომე ზურაბიშვილი მიესალმა დღეს აქციაზე მისული მოქალაქეების პოზიციას. პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის დასკვნა, ევროპული მომავლის პერსპექტივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე ვერ ვიოცნებებდით, მან ასევე დადებითად შეაფასა პრემიერ-მინისტრის განცხადება და პოზიცია, ევროკომიის დასკვნის შეფასებაზე, რომ გადაწყვეტილება არის ისტორული.