ევროპის საბჭოს ვერდიქტამდე 4 დღე რჩება. ახლა მთავარი კითხვაა, გაითვალისწინებს თუ არა ევროპის საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას.
მანამდე კი მოლოდინებზე ისევ განსხვავებული პოზიციებია ოფიციალურ თბილისში.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ,,ქართული ოცნების“ მხრიდან შეცდომების აღიარების გარეშე პროცესი წინ ვერ წავა.
მაგალითად, სკეპტიკური პოზიცია აქვთ დეოლიგარქიზაციის ნაწილში, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ჩაუწერა გზამკვლევში.