ევროკომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - პრემიერი 

20 ივნისი 2022, 11:07 925 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრიორიტეტები შესრულდება და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. 

''პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ  ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. ასე რომ ვულოცავ თითოეულ ქართველს.  მეორე რაც ჩაწერეს დასკვნაში არის ის, რომ საქართველოს მიენიჭოს სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება. როგორც კი დაამტკიცებს საბჭო რეკომენდაციებს, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან.

რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ჩვენს დღის წესრიგში ისედაც იყო ჩადებული, არის სხვა საკითხები, რომელსაც გავარკვევთ  ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს'' - განაცხადა პრემიერმა.  

ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის  მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება.

რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს: ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი - ეს ყველაფერი, მეგობრებო, „ქართული ოცნების“ მმართველობას უკავშირდება. ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობასა და ქვეყნის გაერთიანებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი