ხულოში სოფელ ბოძაურში მცხოვრები მოქალაქე გზის მშენებელ კომპანია ,,სინოჰიდროს“ კომპენსაციის გადახდას ითხოვს.
გერონტი შავაძე ირწმუნება, რომ ხულოს-ზარზმის გზის მშენებელმა კომპანიამ მისი მიწის ნაკვეთი, სადაც მრავალწლოვანი ხეხილი აქვს განთავსებული დააზიანა. საუბარია ნიგვზის ხეებზე, რომელსაც როგორც მოქალაქე ერთადერთი შემოსავლის წყაროდ იყენებდა.
შავაძე ასევე ადასტურებს იმასაც, რომ ჩინურმა კომპანიამ მას 5 ათას ლარიანი დახმარება დაჰპირდა, თუმცა აღნიშნულ თანხაზე უარი განაცხადა მისი სიმცირის გამო.
ჩვენ დავუკავშირდით კომპანია ,,სინოჰიდროს“, სადაც გვითხრეს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.