თურქეთის ქალაქ ანტალიაში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობაც გაირკვა.
საქართველომ ყველა კონკურენტს აჯობა და ამ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს.
23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მაისში გაიმართება და მასპინძელი ქალაქი ბათუმი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფედერაციამ სერიოზულ კონკურენციაში გაიმარჯვა და ბათუმმა შვეიცარიულ ბაზელს, პოლონურ კრაკოვსა და იტალიურ გენუას აჯობა.