ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

16 ივნისი 2022, 10:22 776 ნახვა

უკრაინაში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ჩავიდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ევროპელი ლიდერები კიევში ჩავლენ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.

ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში