მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალთა 79-ე ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ბათუმელმა დიდოსტატმა სასტარტო მარცხის შემდეგ ზედიზედ 8 პარტია მოიგო და მეოთხედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული.
აქამდე ნინო, 2015, 2018, 2020 წლებში უკვე ფლობდა ქვეყნის პირველი მოჭადრაკის წოდებას.
გამარჯვებულს მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩა მეორე ბათუმელი დიდოსტატი სალომე მელია, რომელიც 7,5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
სალომე ერთადერთი მონაწილე იყო, რომელმაც მარცხის გარეშე განვლო ტურნირი და ჩემპიონს ერთადერთი ქულა დააკარგინა.
მესამე ადგილზე 9-დან 7 ქულით ლელა ჯავახიშვილი გავიდა.