აუდიტის დასკვნები - ენმ მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს

15 ივნისი 2022, 11:14 885 ნახვა

2019-20 წლების სახელმწიფო აუდიტის დასკვნები, რომელზეც ნაციონალური მოძრაობა პროკურატურისგან გამოძიების შედეგების დაუყონებლივ დადებას ითხოვს.

ოპოზიციურ პარტიაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო აუდიტის 19 დასკვნიდან ხუთ უმძიმეს დარღვევებზე დასკვნა აჭარის რეგიონიდან გადაგზავნილია პროკურატურაში და დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, რაც ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ნიშნავს რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კორუფციაშია ჩართული, მფარველობს იმ მაღალჩინოსნებს ვინც მათივე მტკიცებით, დასახელებული არიან დოკუმენტებში და აიძულებს პროკურატურას თაროზე შემოიდოს გამოძიება.

''ქართული ოცნების'' ოპონენტები საუბრობენ ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში, ასევე სამინისტროებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებზე.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი