მწვავე პნევმონიით ბათუმში 2 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალისა და ჯანმრელობის ცენტრ "მედინას" დირექტორები ადასტურებენ. ჯანდაცვის მინისტრი დღეს მედიკოსებს შეხვდა. როგორც აქ ითქვა, ფატალური შედეგის მიზეზი პაციენტების დაგვიანებული მიმართვა გახდა.