„100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს'' - ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
''ევროკავშირი და ნატო დგას მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. თქვენ შეგიძლიათ ამის ნახვა ნებისმიერ ქვეყანაში: სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რომელიც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას მოაქვს" - აცხადებს ელჩი კელი დეგნანი.