13 ივნისის ტრაგედიიდან 7 წელი გავიდა

13 ივნისი 2022, 20:00 807 ნახვა

7 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. 2015 წელს  სტიქიამ დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მთლიანად დაიტბორა "მზიური" და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი.  

21  ადამიანი  გარდაიცვალა, ორი ამ დრომდე  დაკარგულად ითვლება , 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.  საბოლოოდ, სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახდა.

ბავშვთა ქალაქ "მზიურში"  სწორედ 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკება გაიხსნა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი