აჭარა ტურისტული სეზონისთვის ემზადება, მართალია ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში სტუმრების სიმრავლე უკვე შეიმჩნევა, თუმცა ტურიზმის სექტორს გაცილებით დიდი გათვლა აქვს.
სეზონიც ოფიციალურად 2 დღეში გაიხსნება და ''ზაფხული აქ'', მრავალფეროვანი ღონისძიებებით დაიწყება, თან იმ მოცემულობით, რომ წელს პანდემია აღარ არის.
15 ივნისს ღონისძიებები 12 სთ-ზე ფრანების შოუთი დაიწყება, გაგრძელდება ავიაშოუთი, იქნება მაშველების დაჯილდოვების ცერემონია.
ახალგაზრდების შესრულებით კონცერტი 14 საათზე ბულვარის კოლონადასთან გაიმართება. 18 საათზე კი ანბანის კოშკთან გალა კონცერტი იქნება.