ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და სახელმწიფო გახდება„ბორჯომის“ ქარხნის თანამფლობელი - პრემიერი

13 ივნისი 2022, 14:15 1056 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ბორჯომის“ აქციონერებთან მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე.

პრემიერის თქმით, პრობლემები, რომელიც  აქამდე იყო მოიხსნება და კომპანია ''ბორჯომის'' არც ერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება. 

„ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ სახელმწიფო გახდება სწორედ „ბორჯომის“ ქარხნის - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი. 

ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი. აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით,

მინდა, მადლობა გადავუხადო, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს გაწეული სამუშაოსთვის. ვულოცავ ''ბორჯომის'' თანამშრომლებს. ვიცი, რომ თანამშრომლების ნაწილი თვლიან, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია. ზურაბ აზარაშვილს დავავალე და აქტიურად არის ჩართული პროცესში'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი