დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, გასულ შაბათ-კვირას გრძელდებოდა ბრძოლა სევეროდონეცკისთვის. უწყებაში ფიქრობენ, რომ მომავალი თვეების განმავლობაში, სწორედ მდინარე სევერსკი დონეცის გადალახვის მცდელობები იქნება იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის, რომლებიც ამ ომის კურსს განსაზღვრავს.
მორიგ სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ დონბასზე შეტევაში წარმატების მისაღწევად, რუსეთს მოუწევს ან ამბიციური დარტყმები ფლანგიდან ან მდინარეზე შტურმით გადასვლა.
დაზვერვის განცხადებით, უკრაინის ძალებმა, უკან დახევისას არაერთხელ მოახერხეს ხიდების განადგურება „მაშინ, როდესაც რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობდა აღედგინა კოორდინაცია, რომელიც აუცილებელი იყო თავდასხმების ფონზე მდინარის გადასალახად.