კომაშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა 

13 ივნისი 2022, 11:23 4596 ნახვა

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსთან დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ოპერაცია ჩაუტარდა.

მედიკოსების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე კომაშია. 

„გუშინ შემოიყვანეს 20 წლის მამაკაცი. თანმხლები პირების ინფორმაციით, თავში მოხვდა გადმოვარდნილი მძიმე საგანი. შემოყვანის დროს იყო მძიმე მდგომარეობაში, ჩაუტარდა სასიცოცხლო ჩვენებით ოპერაციული ჩარევა, ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რჩება მძიმე მდგომარეობა. გონზე არ არის მოსული, მძიმეა ნევროლოგიური სტატუსი, კომაშია.'' - აცხადებს ნეიროქირურგი ბექა გორგილაძე. 

გუშინ, ძლიერი ქარის დროს, მშენებლობიდან ხის ძელი ჩამოვარდა და ქუჩაში მიმავალ 20 წლის ბიჭს დაეცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. 

მოკვლევა დაიწყო მუნიციპალურმა ინსპექციამაც.  აქ ამბობენ, რომ ''დიეს გრუპი'' უკვე რამდენჯერმე იყო დაჯარიმებული უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო.

ინციდენტის დროს ობიექტს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები ამოწმებდნენ. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი