ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია - დმიტრო კულება

12 ივნისი 2022, 10:30 823 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროპას უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ეშინია.

კულებას თქმით, ევროკავშირში ეჭვის თვალით უყურებდნენ უკრაინისთვის ჯერ კიდევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების მინიჭებას.

„მათ განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს. მოგვცეს, არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, არ გამოვიდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა“, – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ახლა ევროპაში ისმის იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

კულებამ აღნიშნა, რომ ახლა ახალი რეალობაა შექმნილი და კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველასთვის მომგებიანი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში