შეხვედრა ელჩებთან ლელოში

10 ივნისი 2022, 18:28 628 ნახვა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იყო მთავარი განსახილველი საკითხი პარტია ლელოს ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც პარტიის ლიდერები - ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და შვედეთის ელჩებს შეხვდნენ. პარტიის გენერალური მდივნის განმარტებით, საქართველო  წევრობის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს. როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს სწორედ ეს იქნება გარანტი სამომავლოდ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცულობისა. დიპლომატიურ კორპუსთან აუდიენციის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ რა გზავნილები იქნება იმ ჩანაწერში, რომლებსაც ევროკომისია საკუთარ დასკვნაში მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში