თავდაცვის მინისტრი პარლამენტში

09 ივნისი 2022, 18:12 765 ნახვა

პარლამენტმა მინისტრის საათის ფორმატის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინა . ახლა კი  მას დეპუტატები უსვამენ კითხვებს. მინისტრმა დეპუტატების წინაშე  ყურადღება გაამახვილა უწყებაში მიმდინარე რეფორმებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უსაფრთხოების მიმართულებით დღეს ურთულესი გამომწვევა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.  მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებული მიღებული განაცხადი, რომელმაც  მისივე განმარტებით,   უნდა გააძლიერებს ქვეყნის  უსაფრთხობა. უკრაინაზე საუბრისას, მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინისათვის იარაღის განაწილების პროცესში საქართველოს  არ მონაწილეობა არის სიცრუა,  რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დისკრედიტაციას.  თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის განცხადებით,უსაფრთხოების უზრუნლველყოფის გარეშე შეუძლებელია  ქვეყნის წარმატება.  მინისტრმა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით,  იმ გადადგმულ ნაბიჯებსა და დასახულ გეგმებზე ისაუბრა, რამაც უნდა გააძლიეროს თავდაცვის უნარიანობა და უსაფრთხოება.  მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა კონცეპტუალური ბაზის შექმნა და  ჯაველინების შესყიდვა.  ჯუანშერ ბურჭულაძემ   ისაუბრა ასევე  უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების დაწყებაში საქართველოში.  აქვე დასძინა, რომ აუცილებელია ავიაციის გაძლიერებაც.  ქვეყნის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ნატოს  შორის მჭიდრო ურთიერთობებზე.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი