ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციაში აღნიშნულ მოწოდებებს, რომელიც მედიის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს ეხება შემაშფოთებელი უწოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის პოზიციით, საქართველო და ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ახლოს იმ სტანდარტებთან, რომლებიც 2004-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ დაამკვიდრეს. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დარღვევების შესახებ 5 პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო, მას მხარი 308 წევრმა დაუჭირა,წინააღმდეგ კი 218 წავიდა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის და გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდების ფონზე ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს ქართული დემოკრატიის მტრად აცხადებს და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.