საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა ტრენერთა გადამზადების კურსი გაიარეს.
პროგრამის მიზანი სხვადასხვა ტიპის კატასტროფების, ბუნებრივი კატაკლიზმების და სტიქიური უბედურების დროს გადაუდებელი დახმარების ჯგუფების რეაგირების გაძლიერებაა.
ტრენინგი ბათუმში გაიმართა და მას საქართველოდან და სომხეთიდან მონაწილეები დაესწრნენ.
კურსს შვეიცარიიდან მოწვეული ტრენერები უძღვებოდნენ.