მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, მიიღონ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი - მარინა კალიურანდი 

09 ივნისი 2022, 10:11 897 ნახვა

საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევები და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევები-ევროპარლამენტში ამ საკითხზე დებატები გაიმართა, რომელზეც ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. 

სიტყვით გამოვიდა ცალკეული ევროპარლამენტარი.  თქვეს, რომ შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა.  მაგალითად ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა  ქართველ პოლიტიკოსებს  ოპოზიციციასაც და მმართველი პარტიასაც მოუწოდა, რომ მიიღონ დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი, გვერდით გადადონ პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ  ერთმანეთის დადანაშაულება და დაიწყონ ერთად მუშაობა დემოკრატიულ რეფორმებზე.

მიაჩნიათ, რომ წევრობისთვის საკმარისი არ არის  მხოლოდ ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება – დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების  ნაწილში. ამ კონტექსტში კი განაცხადეს რომ საქართველოში კორუფციისა და პრესის თავისუფლების მხრივ ვითარება უარესდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი