უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

09 ივნისი 2022, 10:27 710 ნახვა

ომს უკრაინაში, მე- 14 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია კირილ შანავა, რომელიც ლუჰანსკის ოლქში, ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.

არსებული ინფორმაციით, შანავა უკრაინის მოქალაქე იყო და უკრაინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაღუპულს, გიორგი გრიგოლიას, მას სამშობლოში ხვალ, გამთენიისას ჩამოასვენებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში