დღეს საქათველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება

09 ივნისი 2022, 10:09 468 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ერთა ლიგის C დივიზიონის მესამე ტურის მატჩში გასვლაზე, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა სკოპიეს ეროვნულ არენაზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ისინი ისტორიაში სულ სამჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ერთი შეხვედრა მეტოქემ მოიგო, ხოლო ორი ფრედ დასრულდა. ერთა ლიგის ახალ სეზონში 2 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. მეორე ადგილზე, კი 4 ქულით, სწორედ ჩრდ.მაკედონია იმყოფება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

საქართველო ფიფას მიმდინარე რეიტინგში 83-ე პოზიციას იკავებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში