ხმაური უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - დეპუტატების შეკითხვები და პასუხები

07 ივნისი 2022, 15:03 1266 ნახვა

სხდომა ხმაურით დაიწყო. ოპოზიცია ითხოვდა განმარტებებს თუ რატომ  იყო უმაღლეს საბჭოში გაძლიერებული უსაფრთხოება და რატომ იკეტება საკანონმდებლო ორგანოს საშვთა ბიუროც კი თორნიკე რიჟვაძის უმაღლეს საბჭოში  მისვლის დროს. თუმცა მხოლოდ  უსაფრთხების ნაწილს არ ეხებოდა დეპუტატების შეკითხვები.

თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს მასშტაბურ პროექტებზე, ტურიზმის დივერსიფიკაციასა და სოციალურ პროექტებზე. შეახსენეს წინასარჩევნო დაპირებებიც.

პასუხების ნაწილს კამათისა და დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია.თორნიკე რიჟვაძის გაღიზიანება კი განსაკუთრებით მისი ოჯახის წევრის ხსენებას მოჰყვა. 

ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებდნენ, წარსულს ახსენებდნენ, ამისთვის კი ფოტოებს და ვიდეომასალებს იშველიებდნენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში