უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, 263 ბავშვი დაიღუპა 

07 ივნისი 2022, 10:41 765 ნახვა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად 263 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 467. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მაჩვენებლები საბოლოო არ არის, რადგან ის არ მოიცავს გარდაცვლილებს იმ ადგილებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და იმ ადგილებში, რომელიც რუსულ ძალებს აქვთ დაკავებული.

მათივე ცნობით, თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე, 1940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი