ექსტერნატის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

06 ივნისი 2022, 14:14 667 ნახვა

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. მსურველები  დარეგისტრირებას 10 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 21 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში