სტეფანჩკი - სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისი უკრაინისთვის ''წითელი ხაზებია''

06 ივნისი 2022, 10:19 476 ნახვა

კომპრომისი სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით უკრაინისთვის „წითელი ხაზებია“, ამიტომ უკრაინა რუსეთს არც ყირიმს და არც დონბასს არ დაუთმობს - ამის შესახებ უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას სურს მოლაპარაკება, რადგან ყველა ომი კაპიტულაციით ან სამშვიდობო შეთანხმებით სრულდება, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები სულ უფრო ამცირებს ასეთი მოლაპარაკების შანსს.

აქვე დაამატა, რომ თუ უკრაინა ომში დამარცხდება, რუსული ჯარები ძალიან მალე ევროკავშირის ქვეყნებს მიადგებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი