რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ სურს უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ამისთვის შესაფერის მომენტს ელოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. მაგრამ ამის გასაკეთებლად აუცილებელია, დაველოდო შესაბამის დროს, რადგანაც მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება, მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე“, - განაცხადა პაპმა.
აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ელოდება უკრაინის ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, მისი შესაძლო ვიზიტის დეტალების განსახილველად.