საქართველოს რაგბი დიდი 10-ის ფინალში საუკეთესო ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი იმსაჯებს.
ფინალური შეხვედრა თბილისში ''დინამო არენაზე'' 5 ივნისს 20:00 საათზე დაიწყება. ტიტულისთის ბათუმის სარაგბო კლუბი და ბოლნისის ''ყოჩები'' იბრძოლებენ.
ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 10 მატჩიდან 6 ბათუმელებმა მოიგეს, 3 ბოლნისელებმა, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა.
ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული კლუბებმა თანაბრად 3-3 ჯერ მოიპოვეს.