არ უნდა არსებობდეს არანაირი ეკონომიკური ურთიერთობა თავისუფალ სამყაროსა და ტერორისტ სახელმწიფოს შორის“ - ასეთია უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია და პარალელურად ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის 75 პროცენტის აკრძალვას მოიცავს. წლის ბოლომდე აკრძალვა რუსული ნავთობის იმპორტის 90 პროცენტზე გავრცელდება. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ „სვიფტის“ სისტემიდან გათიშვაზე და კიდევ სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვაზე.