პოლონეთი 1-ლი ივლისიდან უკრაინელ ლტოლვილებს შემწეობას აღარ გადაუხდის. შემწეობა დღეში 40 ზლოტს ანუ 30 ლარს შეადგენდა. ის კვებისთვის და სხვა მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ ბესერნაკერმა განაცხადა.
დარწმუნებული ვართ, რომ ბევრ ადამიანს პოლონეთში დამოუკიდებლად ცხოვრების და ადაპტაციის უნარი შესწევს“ - აღნიშნა ჩინოვნიკმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გამონაკლისი მაინც დაიშვება.
შემწეობა არ შეუწყდებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ორსულ ქალებსა და მრავალშვილიანი ოჯახებს. თავდაპირველად პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინელ ლტოლვილებს შემწეობის გადახდას 60 დღის განმავლობაში დაჰპირდა. შემდეგ ეს ვადა კიდევ 2 თვით გაგრძელდა.
ანალოგიურ გადაწყვეტილებას უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ჩეხეთის ხელისუფლებაც გეგმავს.