ბაგრატიონის ქუჩაზე საბავშვო ბაღი შენდება

02 ივნისი 2022, 11:39 790 ნახვა

ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ამ ეტაპისთვის შენობის საძირკვლის მოწყობა მიმდინარეობს. მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

საბავშვო ბაღი 280 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.  

პროექტის მიხედვით  ბაღის მიმდებარედ მოეწყობა ეზო და დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას ლარს აღემატება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში