სარფში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

02 ივნისი 2022, 10:45 738 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის "ზედა სარფი-კალენდერეს დასახლება" 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათვე ცნობით, ახალი გზა ტურისტულ ობიექტს, ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა, ბეტონის და პორტალური საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, მილები, ზღუდარები. პროექტი 1 600 000 ლარით ფინანსდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში