რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა - ოლენა ზელენსკა

02 ივნისი 2022, 10:38 997 ნახვა

რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა და არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შემოჭრას, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა.

„უკრაინელები ვერ იღებენ იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები,“- აღნიშნა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში.

მან გაიმეორა ქმრის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი - სადაც რუსეთი კონცენტრირებულია შეტევაზე - ისევ უკრაინული იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი