ჯანდაცვის მინისტრი ბავშვთა სოფელში

01 ივნისი 2022, 18:24 726 ნახვა

ბავშვთა სოფელს ესტუმრა, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილის, თქმით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და  სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის  სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, დღეიდან ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით ,150 ლარამდე გაიზარდა. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ზურაბ აზარაშვილმა  ბავშვთა სოფელში სტუმრობისას, სოფლის ტერიტორია, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი მოზარდების საცხოვრებელ პირობებსა და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებიც ბავშვთა სოფელში ხორციელდება. ასოციაცია „საქართველოს ბავშვთა სოფელი“, ქვეყანაში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, 1989 წლიდან საქმიანობს. ამ საოჯახო ტიპის დასახლებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, 6-დან 18 წლამდე მოზარდები ცხოვრობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში