ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმე - პრესკონფერენცია

01 ივნისი 2022, 10:12 690 ნახვა

ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიება მეტწილად, ფორმალისტურ და ილუზორულ ხასიათს ატარებდა - აცხადებენ "საფარის", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წარმომადგენლები. მათივე თქმით, ბენეფიციარებს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული და ადვოკატებს საქმის მასალებზე წვდომა არ აქვთ.

ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის განცხადებით, მათ არ აქვთ იმედი, რომ ქართულ მართლმსაჯულების პირობებში პრობლემის ობიექტურად შეფასება მოხდება და ამიტომ საერთაშორისო ტრიბუნალებისთვის მიმართვას გეგმავენ.

სამი ორგანიზაცია 10-ზე მეტი დაზარალებული ბავშვის ინტერესებს იცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი