ამერიკა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს - ნედ პრაისი

01 ივნისი 2022, 10:07 887 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამერიკა როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ამბიციებს.

კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდებიან, ამ მნიშვნელოვან საფეხურს ახლა მიაღწიონ, ნედ პრაისმა უპასუხა, რომ ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნას და ევროკავშირს ეხება, თუმცა აშშ მათ მხარს უჭერს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი