უკრაინამ რუსეთი უნდა დაამარცხოს - ლატვიის პრემიერ-მინისტრი

31 მაისი 2022, 10:12 440 ნახვა

უკრაინამ უნდა მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ - განცხადება  ევროკავშირის სამიტზე ლატვიის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, მან   ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის ევროკავშირში შესვლაზეც. 

„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში უსაფრთხოებისა და  მშვიდობისთვის უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს. ჩვენ შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ ამაში  და ამის ორი გზა არსებობს.

მოვიგერიოთ რუსეთის თავდასხმა და კიდევ ერთი ასპექტი არის რუსეთის ეკონომიკის იზოლაცია - განაცხადა კრიშიანის კარინშმა. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება შესაძლებელია ერთ დღეში.„ახლა ევროპამ კარი უნდა გააღოს. კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ არის რთული.

ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს შეიძლება ერთ დღეში იქნას მიღებული. და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღოთ - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში