სომხეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობებზე ისაუბრეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპის ინტეგრაციის გზაზე გამოჩენილი ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის დიდი შანსია. ვაჰაგნ ხაჩატურიანი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ასევე, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.