სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას - ვაჰაგნ ხაჩატურიანი

30 მაისი 2022, 18:14 915 ნახვა

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.- ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ღრმად პატივცემულ ქალბატონ ზურაბიშვილს თბილი დახვედრისა და პროდუქტიული განხილვებისთვის. მოხარული ვარ, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტი მეზობელ სტუმართმოყვარე ქვეყანაში განვახორციელო. ეს წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნებისთვის, ის საიუბილეოა და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი სრულდება. მართალია, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მხოლოდ 30 წლისაა, მაგრამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას ათასწლეულების ისტორია აქვს. სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას.

კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ მდიდარ ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და იდენტურ ფასეულობებზე დამყარებული ორი ძმური ხალხის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები, თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, უფრო მყარდება და შემდგომი ურთიერთობისთვის უფრო ძლიერ საფუძველს ქმნის. მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა მოწმობს, რომ ყველა მიმართულებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მეტად გაფართოების ორმხრივად აღებული ვალდებულებები სრულდება.

სომხურ-ქართულ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პროგრამაში ეწოდება განსაკუთრებულად კეთილმეზობლური ურთიერთობები და ასეთ კვალიფიკაციას განაპირობებს უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრების პერიოდულობა, ასევე უწყებათაშორისი კონტაქტები არის ხშირი, იზრდება თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. ეს ყველაფერი ეფუძნება სრულ ურთიერთნდობას.

დღეს მე და ქალბატონმა პრეზიდენტმა მოკლე პერიოდში განვიხილეთ უამრავი საკითხი – ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები, ჰუმანიტარული საკითხები. კერძოდ, განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას, მაგალითად სპარსეთის ყურე, შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი