უკრაინელი ლტოლვილები სახლში მასობრივად ბრუნდებიან

30 მაისი 2022, 13:54 1139 ნახვა

ომის გამო ევროპის ქვეყნებში გახიზნული უკრაინელები  მასობრივად ბრუნდებიან სამშობლოში. 30 მაისის მდგომარეობით უკრაინელ ლტოლვილთა 60% უკვე დაბრუნდა სახლში. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ტელეგრამ არხზე დაწერა. 

მისი მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო  7 მილიონ 600 ათასი უკრაინელი იძულებული იყო  ქვეყანა დაეტოვებინა. ანდრუსივის განცხადებით, მათგან 4 მილიონ 800 ათასმა უკან უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა. 

მიზეზად ჩინოვნიკი კვალიფიციური სამუშაო ადგილების დეფიციტს,  ენობრივ ბარიერს,  საცხოვრებელი ბინების მაღალ ქირას ასახელებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვმა პირველად ისტორიაში 100 მილიონს გადააჭარბა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი