ბრაზილიაში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. პერნამბუკოს შტატის სამოქალაქო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, 4 ათასამდე კი უსახლკაროდ დარჩა. შტატის ადმინისტრაციის ცნობით, დაღუპულთა ნაწილი წყალდიდობის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა მოვლენებმა იმსხვერპლა.
ქვეყნის ხელისუფლება მაღალი რისკის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფარი სხვაგან ეძებონ. ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ბრაზილიის სამხედროები დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.
ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ბრაზილიის სამხედროები დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.